აშშ-ის ელჩი, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს, შეხვედრაზე არ მივიდა

აშშ-ში საფრანგეთის ელჩი, ჩარლზ კუშნერი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, უწყებაში არ მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ოფიციალურმა პარიზმა, ჩარლზ კუშნერი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ლიონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკეს შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარა.

კერძოდ, კუშნერმა პლატფორმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის სიკვდილთან დაკავშირებით „მემარცხენე ექსტრემიზმის“ საფრთხე მისთვის შემაშფოთებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები