მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში განიხილება ის მთავარი საკითხები, რაც ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაში მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს ფორმატში, კომიტეტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში განიხილება ის მთავარი საკითხები, რაც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
შეხვედრები მექნება როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ამ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ის საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოსა და ევროსაბჭოს ურთიერთობებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.