მიხეილ დუნდუა: როცა შენი მოწინააღმდეგე კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა კეთილდღეობის ინდექსით, ეს მეტყველებს, რომ ხელისუფლება სწორად მართავს ქვეყანას

როდესაც შენი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის, კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის ინდექსით ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება და სწორად მართავს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „დებატების“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მოწინააღმდეგე ძალის, ატლანტიკის საბჭოს კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდგომ, კეთილდღეობის ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა.

„ბევრი მონაცემები მოვიყვანეთ, არა ჩვენი ეროვნული სტატისტიკის მონაცემები, არამედ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელიც დაიწუნეს და არ ვიცი რატომ. იქ ნაჩვენებია დიდი პროგრესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად ალა ის სტატისტიკა მინდა მოვიხმო, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე მოწინააღმდეგე ძალამ – ატლანტიკის საბჭომ გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის მესვეურები ჩვენს ხელისუფლებას თავს ესხმის უსამართლოდ და ცილისმწამებლური კამპანიებით, მაგრამ როდესაც კვლევა დადეს და კეთილდღეობის ინდექსი გამოიანგარიშეს, საქართველო მათი კვლევის მიხედვით შევიდა 50 საუკეთესო ქვეყანას შორის. უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 5 სახელმწიფოს – თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთს. 2012 წლის შემდგომ, რომელ ადგილზე კეთილდღეობის მაჩვენებლის ინდექსით საქართველო მათი შეფასებით? პირველ ადგილზეა. როდესაც შენი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისმწამებლური კამპანიით შენს წინააღმდეგ იბრძვის, კვლევით აჩვენებს, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე კეთილდღეობის ინდექსით ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ბუნებრივი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება და სწორად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები