ორბანის თქმით, უკრაინა ნავთობს იარაღად იყენებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა არღვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ნავთობს იარაღად იყენებს, რადგან არ აღადგენს რუსეთიდან „დრუჟბას“ მილსადენით ტრანზიტს.

„2014 წელს უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომლის ნაწილიც ჩვენც ვართ. შეთანხმების 275-ე მუხლის თანახმად, უკრაინამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და მას არ შეუძლია ამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ის, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, შეთანხმების ღია დარღვევაა“, – თქვა ორბანმა უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ 18 თებერვალს უნგრეთმა უკრაინაში დიზელის მიწოდება შეაჩერა, ხოლო 20 თებერვალს კიევისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი იქამდე დაბლოკა, სანამ რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგებოდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ეს კიევის რეჟიმის შანტაჟის საპასუხოდ გაკეთდა, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო არ აღადგენს რუსული ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით, რითაც ცდილობს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევას და აპრილის არჩევნებზე გავლენის მოხდენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები