კონსერვატორიის სტუდენტი ნიკოლოზ ცანავა იტალიაში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის – ,,Opera Mundus – Vox Futuri” პირველი პრემიის ლაურეატი გახდა

კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მესამე კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ცანავა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ,,Opera Mundus – Vox Futuri” (იტალია, პადუა) პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, ნიკოლოზი კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორის ქეთევან ელიავას კლასში სწავლობს.
მან ასევე დაიმსახურა კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის პრემია და გამომცემლობა ,,Bärenreiter” – ის პრიზი.
ვულოცავთ ნიკოლოზს, ვუსურვებთ ბევრ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას.
იხ. კონკურსის ვებსაიტი –   https://www.operamundus.com/concorsi/vox-futuri/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები