ჭარბი წონის პრობლემა უფრო ხშირად ბედნიერ ცოლ-ქმარს აწუხებს

  ბედნიერ ცოლ-ქმარს ჭარბი წონის პრობლემა უფრო ხშირად აწუხებს, ვიდრე იმათ, ვის ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები არსებობს. ოჯახურ ბედნიერებას მოჰყვება წონის მომატება ქორწინების ადრეულ სტადიაზე.
კვლევის ავტორები ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 169 ცოლ-ქმრულ წყვილს. აღმოჩნდა, რომ 6 თვეში ბედნიერმა ქალებმა საშუალოდ 200 გრამი მოიმატეს, ხოლო მამაკაცებმა – 300 გრამი. ავტორების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერება ჯანმრთელობას ვნებს. როგორც ავტორები ვარაუდობენ, ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილი წყვილი ნაკლებ ყურადღებას უთმობს თავის ფიზიკურ ფორმას. ბედნიერი ცოლ-ქმარი უფრო იშვიათად მიმართავს ექიმს მაშინაც კი, როცა ეს საჭიროა, აგრეთვე ავიწყდება დანიშნული წამლის მიღება. ავტორები აფრთხილებენ ახალგაზრდა წყვილებს, რომ არ უნდა დაავიწყდეთ ჯანმრთელობა და ფიზიკური ფორმა, ვინაიდან ჭარბი წონა არაერთი სხვადასხვა დაავადების სერიოზული რისკ-ფაქტორია.

წყარო: ჟურნალი „Health Psychology”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები