იგორ გიორგაძე: შემეძლო შევარდნაძე, რომელმაც გამსახურდიას მოკვლა დამავალა, “ცელოფანში” შემეხვია და სასაჩუქრე ბანტებით მომერთო

„შევარდნაძემ გამსახურდიას ლიკვიდაცია მიბრძანა“, – ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნო“-ს 2018 წლის 13 მარტის ნომერში აცხადებს, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს დღეს სთავაზობს.
ამავე ინტერვიუში იგორ გიორგაძე მასსა და საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს.
იგორ გიორგაძე წარსულს იხსენებს:
„შევარდნაძემ არაორაზროვნად მიბრძანა ზვიად გამსახურდიას ნეიტრალიზება! როცა მე შევარდნაძეს მოვახსენე, რომ ჩემს სპეცდანაყოფს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუ რომელ რეგიონში იმყოფებოდა გამსახურდია და ორ-სამ დღეში მას თბილისში ჩავიყვანდი, შევარდნაძემ განმიცხადა: „რად მინდა ის თბილისში, პურმარილით შევხვდე?!“ – მას ცოცხალი ზვიადი არ სჭირდებოდა. როგორც „დემოკრატს“, შევარდნაძეს არ შეეეძლო გამსახურდიას დახვრეტა, რადგან ზვიადი საქართველოს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც იძულებით დაამხეს. შევარდნაძე ხელისუფლების სათავეში მოვიდა გადატრიალების გზით, ის იყო არალეგიტიმური. ის არ აურჩევიათ და არჩევნები 1995 წლის ნომენბერში უნდა გამართულიყო. მართლაცდა რაში სჭირდებოდა მას 1993 წლის ბოლოს ცოცხალი გამსახურდია? თავისი შეკითხვით – რად მინდა გამსახურდია თბილისში? – პრაქტიკულად, მისი ლიკვიდაცია მიბრძანა“ – ამბობს იგორ გიორგაძე.
ამავე ინტერვიუში იგორ გიორგაძე ამბობს, რომ მას თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთხელ ჯქონდა შესაძლებლობა, რომ ედუარდ შევარდნაძე დაეპატიმრებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.
„1995 წლის აპრილში ჯაბამ შემომთავაზა, შევარდნაძე დამეპატიმრებინა, უარი განვაცხადე, რადგან მაშინ მოსკოვიც და ვაშინგტონიც სწორედ ედუარდ შევარდნაძეს გულშემატკივრობდნენ! შევარდნაძის დაჭერა 30 წუთში შემეძლო! არავითარ სირთულეს ეს არ წარმოადგენდა.. მესამე სართულზე ვიყავით, როცა ჯაბა იოსელიანმა მითხრა -„მოდით, შევარდნაძე დავაპატიმროთ! მეოთხე სართულზე, ჩვენ ზემოთ, შევარდნაძე იჯდა. თავისუფლად შემეძლო, „ცელოფანში“ შემეხვია და სასაჩუქრე ბანტებით მომერთო. მაშინ ჯაბა იოსელიანს ვუპასუხე:
„ჯაბა, როცა მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით ვიყავი, როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრი, ამერიკელებმა მთხოვეს რომ მხარი დამეჭირა შევარდნაძისთვის. იგივე მთხოვეს მოსკოვშიც… არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენი ბიოგრაფია იცის მტელმა მსოფლიომ და თქვენ ხართ ყოფილი კანონიერი ქურდი. წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხენ და რას იტყვიან მსოფლიოს მასობრივი ინფორნაციის საშუალებები – „ყველა დროის დიდი დემოკრატი შევარდნაძე საბჭოთა კაგებეს საპატიო თანამშრომელმა და „კანონიერმა ქურდმა“ დააპატიმრეს! როგორ ფიქრობთ რამდენი დღე იქნება ამის შემდეგ საჭირო, რათა საქართველო ბლოკადაში მოახრჩონ? მაშინ საქართველოში მარცვლეულის ერთი თვის მარაგი იყო. იოსელიანს ისიც ვუთხარი, რომ თუ გადატრიალებას მოვაწყობდით, საქართველო სრულ იზოლაციაში მოექცეოდა და რატომ უნდა გატანჯულიყო ხალხი“, – აცხადებს იგორ გიორგაძე გამოცემა „სოვერშენნო სეკრეტნო“-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები