ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა.

გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას ის საიმიჯო რისკი, რაც დღეს მიადგა. მისივე განცხადებით, თითოეულ დაშავებულს და მისი ოჯახის წევრს ინდივიდუალურად გაეწევა ყველა ის დახმარება, რაც მათთვის არის საჭირო.

“4 ადამიანი დღეს გამოეწერება კლინიკიდან, მათ ოჯახებს ყველანაირ უზრუნველყოფას ვუკეთებთ, ეს ეხება სასტუმროში განთავსებას, ბილეთების გადაცვლას თუ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საიმიჯო რისკი, რაც ქვეყანას მიადგა, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები