“ერთხმად იქნა აღიარებული, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ასრულებს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად ფორმირების პროცესს”

„დღეს ერთხმად იყო აღიარებული, რომ ეს პროცესი ასრულებს საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად  ფორმირებას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომის შემდეგ განაცხადა.

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო დასკვნა განიხილეს.

„ხაზგასმული იყო, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის გათვალისწინებული და რომელსაც კენჭი ეყრება უკვე 22 მარტს, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ეს იყო ძალიან პოზიტიურად აღნიშნული და ხაზგასმული ყველა გამომსვლელის მიერ“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები