ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი

„საკონსტიტუციო რეფორმა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და გაუმჯობესება”,- ასე აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი. ჯანი ბუკიკიო გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის გაუმჯობესება. როგორც დისკუსიისას აღვნიშნე, ჩვენ საქართველოსთან 1993 წლიდან ვთანამშრომლობთ. მას შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. აღნიშნული საკონსტიტუციო რეფორმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდადება და შრომა,  რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ შედეგის მისაღწევად”,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები