.GE დომენის წესებში ცვლილება შედის
2018 წლის 15 აპრილიდან ძალაში შედის .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული სისტემა და წესები, რომლის თანახმად, „კავკასუს ონლაინი“ რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას შეწყვეტს. „კავკასუს ონლაინის“ ნაცვლად რეგისტრატორის ფუნქცია-მოვალეობებს „კავკასუს ონლაინის“ მიერ აკრედიტირებული რეგისტრატორები შეასრულებენ.
„.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაგეგმილი ცვლილების შედეგად, დომენური სახელის რეგისტრაციისა და განახლებისთვის ვალდებული იქნებით აირჩიოთ აკრედიტირებული რეგისტრატორი კომპანია, რომლის ვებ-გვერდზეც ონლაინ რეჟიმში განახორციელებთ დომენური სახელის რეგისტრაციასა და მართვას.
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ ზოგადი დომენური სახელების რეგისტრაცია და რეგისტრაციის განახლება იქნება ფასიანი. შესაბამისად, თქვენს სახელზე რეგისტრირებული ზოგადი დომენური სახელის რეგისტრაციის განსაახლებლად ვალდებული იქნებით გადაიხადოთ რეგისტრაციის განახლების საფასური ახალ, თქვენს მიერ არჩეულ რეგისტრატორთან.
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის განახლებული წესების გათვალისწინება სავალდებულო 2018 წლის 15 აპრილიდან გახდება.
აკრედიტირებული რეგისტრატორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და დამატებით გეცნობებათ.
გაეცანით .GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის ახალი წესებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს:
.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
რეზერვირებული დომენური სახელების სია და რეგისტრაციის სპეციალური პირობები
.GE დომენურ სახელებთან დაკავშირებული დავების მოგვარების ერთიანი პოლიტიკა (.GE Domain Name Dispute Resolution Policy; Rules for .GE Domain Name Dispute Resolution Policy; World Intellectual Property Organization Supplemental Rules for .GE Domain Name Dispute Resolution Policy)“,– ნათქვამია „კავკასუს ონალაინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.