იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან, აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე. მისივე თქმით, ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს.

„მე ველოდები, რომ ივლისის სამიტზე აღინიშნება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით კი კონტრიბუცია, რომელიც მას აქვს ავღანეთის ოპერაციაში.

ჩვენ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, ასევე, მივესალმებით შთამბეჭდავ რეფორმებს, აგრეთვე, იმას, რომ საქართველოს შესწევს უნარი, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებზე“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები