“საქართველოში, სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ, რუსი სამხედროების ყოფნა, მათი უგუნური ქმედებების ერთ-ერთი რგოლია”

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სოლსბერიში ყოფილი რუსი მზვერავის მოწამვლის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა – რუსეთის მიერ ჩადენილი უგუნური ქმედებების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია.
„საქართველოში, ასევე მოლდავეთი, რუსი სამხედროების ყოფნა, ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ, ყირიმის არალეგალური ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების მხარდაჭერა, მონტენეგროს შიდა საქმეებში ჩარევა, დემოკრატიული არჩევნებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა, ახლო აღმოსავლეთში – ეს არის რუსეთის ქმედებების ჯაჭვი, რომელიც წინ უსწრებდა სოლსბერიში მოწამვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები