გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მუშაობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებით ცენტრის დირექციას საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

გიორგი ბირბიჩაძის შეფასებით, სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება, ამასთან, არსებული სამედიცინო აპარატურის განახლების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამომავლო გეგმების შემადგენელი ნაწილია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, რაც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტურობას განაპირობებს, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიის ჩატარება იგეგმება.

შეხვედრისას, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა მნიშვნელოვანი და დროული პრევენციაა დაავადების გართულებების თავიდან ასაცილებლად და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მოცულობითი ნაწილი, სწორედ ახალი პროგრამების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას დაეთმობა.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამებს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები