რას ყვებიან მეზობლები გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც გოგონა გარდაიცვალა

გლდანში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 26 წლის გოგოს მეზობლები აცხადებენ, რომ გოგონას ოჯახი იქ ქირით ცხოვრობდა. თუმცა, ისინი ვერ ადასტურებენ იმ ფაქტს, იყო თუ არა არასრულწლოვანი ბიჭის მამა სამართალდამცველი.
“გარდაცვლილი გოგო, როგორც ვიცი, 25 წლისაა, ბიჭი კი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, 13-14 წლის იქნება. შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა. აქ ქირით ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, წესიერი და პატიოსანი ოჯახია. პოლიციელი იყო თუ არა არასრულწლოვნის ოჯახის წევრი, არ ვიცით”, – აცხადებენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა გლდანში, ორი დღის წინ მოხდა, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც, ახალგაზრდა, 26 წლის გოგონა დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები