კახა კალაძე: სატრანსპორტო კომპანიას აქვს რესურსი, გამოავლინოს არასწორი პარკირების შემთხვევები

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კომპანია “სითი პარკის” გაუქმების შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რათა არასწორი პარკირების გამოვლენისთვის საჭირო ქმედებები განახორციელოს.
მისივე თქმით, კომპანია ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„არასწორი პარკირების გამოვლინებას არანაირი მოწყობილობა არ სჭირდება; სჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია და ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. არანაირი ქაოსი არ იქნება.
სატრანსპორტო კომპანიას აქვს ეს რესურსი, რომ განახორციელოს ფუნქციები. ამას კონტროლიორი გააკეთებს, მძღოლი, თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე, მგონი არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები