პაატა ჯიბლაძე კახა კალაძეს ინიციატივით მიმართავს, რომ “სითი პარკის” ჯარიმები მოქალაქეებს გაუბათილდეთ

„მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მერია კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს სრულყოფილი იყოს, პაატა ჯიბლაძე დედაქალაქის მერს ინიციატივით მიმართავს, რომ ის ჯარიმები, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ გამოწერილი, გაბათილდეს.
“მივესალმებით თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამ კომპანიის ოპერირებას, მაგრამ მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ კბილებით გაიტანა ეს საკითხი. ახლა კი ჩვენ უკმაყოფილების გრძნობა დაგვიტოვა იმ ფაქტმა, რომ 10 ლარიდან 150-ლარამდე ჯარიმების გადახდა ძალაში დარჩა. თუ კალაძეს სურს მისი გადაწყვეტილება იყოს სრულყოფილი, ვთხოვთ, რომ შესაბამისი განკარგულებაც გამოსცეს და გამოწერილი ჯარიმები ბათილად სცნოს. იმედი მაქვს, თბილისის მერი ამ ინიციატივასაც გაიზიარებს.
ეს ეხება ნებისმიერ გამოწერილ ჯარიმას, თუნდაც კომპანიის ოპერირების შეწყვეტამდე, ანუ 10 აპრილამდე. ეს არის უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმები, რომელიც ვის ჯიბეში მიდიოდა, არავინ იცის”, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები