მშრალ ხიდზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მშრალ ხიდზე მომუშავე ადამიანებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე თქმით, ადგილზე დასაქმებული პირები დროებით სხვა ტერიტორიაზე განთავსდებიან.
„ამ პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ზოგადად, იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ვინც სურათებს, ნახატებს ყიდის, სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. არსებული მდგომარეობით, მართლაც გაუსაძლის პირობებში არიან – აწვიმთ, ათოვთ. მათთვის მოეწყობა თანამედროვე, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, როდესაც პროექტი დასრულდება, ხოლო მანამდე გადაყვანილნი იქნებიან გვერდით ბაღში, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები