ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15– 16 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
„16 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15 მარტს +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 16 მარტს დასავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე დაიკლებს“,- აცხადებენ სინოპტიკოსები.
თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი +14, +16 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები