დავით ჭიჭინაძე “სითი პარკის” გაუქმებაზე: მთავარი პრობლემა, რომელიც ჯარიმებით და დასჯით იყო შემოფარგლული, აღმოიფხვრა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტას დადებითად აფასებს. როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღმოიფხვრა ის მთავარი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ჯარიმებით და დასჯით იყო შემოფარგლული.
“მე ვფიქრობ, რომ მერიამ მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო. ყველა თბილისელი გრძნობდა იმას, რომ ის ვალდებულებები, რაც „სითი პარკს“ ჰქონდა აღებული, არ შეასრულა. არ აშენებულა არც ერთი პარკინგი და იყო მხოლოდ ჯარიმებზე ორიენტირებული კომპანია. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ამას თხოულობდა ხალხი ხმამაღლა. აღმოიფხვრა ის მთავარი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ჯარიმებით და დასჯით იყო შემოფარგლული, მომავალში კი ვფიქრობ, მერია უფრო მკაფიოდ გაწერილ პირობებს შესთავაზებს მოქალაქეებს”,-აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები