ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დადიანის ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

ექიმ გიორგი გერლიანის ინფორმაციით, “მიკროოპერაციულად აღმოჩნდა მარჯვენა პლევრის ღრუს და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მასიური სისხლდენით. ჩატარდა ოპერაცია. ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენ დინამიკას გვიჩვენებს მკურნალობის შედეგი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი გერლიანმა.

მოზარდი ზუგდიდში დღეს დაჭრეს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები