გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
“მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საგუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი.
ჩემი სააგენტოდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ. დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ქვეყნისა და გარემის დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსია არ ქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა,- წერს ბაგრატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები