გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ანგელა მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოზიციაზე დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ლიდერობით გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებს წარმატებულ განვითარებას. საქართველო მუდმივად გრძნობს და აფასებს გერმანიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმშენებლობის საქმეში, რაშიც დიდი წვლილი პირადად კანცლერ მერკელს მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების 200-წლიანი მეგობრობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები