პარლამენტში, საომარ მოქმედებებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხზე იმსჯელეს

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ფრაქციის წევრები ორგანიზაცია Give an Hour-ის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, ბარბარა ვან დალენს და Allied Forces Foundatios – ის პრეზიდენტს, სტიუარტ ტეილორს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემას საბრძოლო მოქმედებებში და მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა და მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაცია გამოცდილ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს საზოგადოებაში რესოციალიზაციას უწყობს ხელს.

„როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ბრძოლებში და მისიებში  დაშავებულ ჩვენ ჯარისკაცების საკითხს, მნიშვნელოვანი კომპონენტია მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სწორედ აღნიშნულ სერვისებს ახორციელებს ორგანიზაცია, რომელიც გამოცდილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საქართველოში მათი სერვისების გამოყენებას და მათი კომპეტენციის რეალიზება მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მანვე თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა აღნიშნული თემის დაინტერესებისთვის და იმ ყურადღებისთვის, რასაც უწყება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ იჩენს.

უცხოელ სტუმრებთან გამართულ შეხვედრას ფრაქციის წევრები სოფო კილაძე, ირაკლი სესიაშვილი და რატი იონათამიშვილი დაესწრნენ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხარდაჭერა როგორც საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასევე მათი ოჯახებისთვის.

„სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში მსოფლიო თანამეგობრობა აქტიურად გვიდგას გვერდით. ისინი მკურნალობის კურსებს    ევროპის და ამერიკის წამყვან კლინიკებში გადიან, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აწყდებიან გარკვეულ ბარიერებს როგორიცაა არაადაპტირებული გარემო, ის სტერეოტიპები და სტიგმა, რაც შშმ პირების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბარიერების ნგრევა დაიწყოს და ამ პროცესში პირველი ეტაპი მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენაა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები