რას გულისხმობდა “ნაცმოძრაობის” დროს “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება, რომელიც 10 წლის მანძილზე სამჯერ შეიცვალა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების 10- წლიანი არსებობა თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის დასრულდა. თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას საზოგადოება ერთხმად  დადებითად შეხვდა. კახა კალაძემ კომპანია ხელშეკრულების პირობების არასათანადო შესრულებაში დაადანაშაულა და ვადამდე 6 წლით ადრე კონტრაქტი გაუწყვიტა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული.

.თბილისის მერიის ყოველწლიური მინიმალური შემოსავლები შპსსი პარკისოპერირების მეორე წლიდან გამოითვლებოდა ფორმულით: 1,000,000 * 1.1n-1 სადაც n არის წლების რაოდენობა გასული ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან.
 კომპანია „სითი პარკი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა.
2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპსამაგონისდა შპსშოჰარ პარკინგ სერვისისკონსორციუმმა გაიმარჯვა.  აღნიშნულმა კომპანიებმა შპსსი პარკიდააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი . თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მთავრობამ ებრაულ კომპანიასთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2007 წელს გააფორმა. მაშინ თბილისის მერი გიგი უგულავა იყო.  თავდაპირველი ხელშეკრულება, მომდევნო წლებში, გიგი უგულავას მერობის დროს, სამჯერ შეიცვალა.
თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიას უნდა მიეღო პარკირების შემოსავლების 60% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი (ისეთი მომსახურება რაც არ არის აღნიშნული ხელშეკრულებაში), ხოლო შპს „სი-ტი პარკს“ – პარკირების შემოსავლის 40% და დამატებითი მომსახურების შემოსავალი. აქვე უნდა ითქვას, რომ ასევე, საიდუმლოდ იყო მიჩნეული მუხლი 11.1.3, რომლის მიხედვითაც დაკონკრეტებული იყო ის მომსახურებები, რაც არ ითვლება „დამატებით მომსახურებად“ და არ აძლევდა ქ. თბილისის მერიას შემოსავლის მიღების უფლებას (მაგ. ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ა.შ.). ქ.თბილისის მერიას არ ქონდა უფლება, მიეღო სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი. ამას გარდა, უცნობი იყო დეტალები (დანართი 11.3) იმ მინიმალური შემოსავლის შესახებ, რაც ქ.თბილისის მერიას უნდა მიეღო “სითი პარკისგან” ყოველწლიურად. ხელშეკრულების დანართის თანახმად, ქ.თბილისის მერიას პირველ წელს უნდა მიეღო 1 მლნ ლარი, ოპერირების დანარჩენ წლებში კი მისი მინიმალური შემოსავალი ყოველწლიურად იზრდებოდა.
თავდაპირველმა   ხელშეკრულებამ ცვლილება 2009  წელს განიცადა.
2009 წლის 23 ივლისს შესული ცვლილებების შედეგად, ოპერირების პირველ წელს, მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური შემოსავლის, 1 მილიონი  ლარის გადახდა განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით:

 50 000 ლარი (31 მარტი, 2009),

50 000 ლარი (30 აპრილი, 2009)

 900 000 ლარი (30 დეკემბერი, 2019).

უკვე მესამედ,  თბილისის მთავრობის 2011 წლის 28 მარტის დადგენილებით, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა მესამე ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი.

2011 წლის ცვლილებაში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ქ.თბილისის მთავრობის მიერ პარკირების არსებული სისტემის შეცვლის (საათობრივის ნაცვლად პერიოდული გადახდის სისტემის შემოღებით) მცირდებოდა “სითი პარკის” შემოსავალი და „სითი პარკს” აშკარად ჰქონდა კომპენსაციის მიღების უფლება ხელშეკრულების საფუძველზე“.
ამას გარდა, აღნიშნულია, თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც თუ პარკირების გადასახადის და ჯარიმების ცვლილებები მიუღებელი იქნებოდა “სითი პარკისთვის”, ხელშეკრულება შეწყდებოდა მერიის მიერ.

ცვლილების ტექსტში ასევე ნათქვამია, თითქოსდა თბილისის მერიამ ცალმხრივად დაიწყო პარკირების გადასახადების შეგროვება იმ კომპანიის მეშვეობით, რომელიც მან ამ მიზნებისთვის დააფუძნა, რაც ხორციელდებოდა “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების „უხეში დარღვევით“.
აღნიშნულის გამო ქ.თბილისის მერია და  „სითი  პარკი” მორიგდნენ არაერთ ცვლილებაზე, რომელიც საგრძნობლად ზრდიდა “სითი პარკის” გარანტირებულ შემოსავლებს და ამცირებდა თბილისის მერიის შემოსავლებს.
განისაზღვრა, რომ ე.წ. საწყისი პერიოდის განმავლობაში, რაც მოიცავს 2008-2010 წლებს, ქ. თბილისის მთავრობას უფლება ექნებოდა მიეღო სითი პარკისგან მხოლოდ 3.310.000 ლარი. ამ თანხიდან ხელშეკრულების მესამე ცვლილების მომენტისთვის “სითი პარკს” გადახდილი ქონდა 1.737.400 ლარი და დარჩენილი ქონდა 1.572.600 ლარი, რომლის გადახდის ვადაც გადაწეულ იქნა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. “სითი პარკი” აღარ იქნებოდა ვალდებული თბილისის მთავრობისთვის გადაერიცხა ნებისმიერი სხვა თანხა, რაც ამ პერიოდში დაგროვდებოდა მის ანგარიშზე.
ამას გარდა, გადაწყდა, რომ “სითი პარკს” მიეცა უფლება, მიეღო ე.წ. „მინიმალური წლიური თანხა“, საიდანაც მას უნდა დაეფინანსებინა საოპერაციო ხარჯები. ეს თანხა, ცვლილების თანახმად, შეადგენდა 2.500.000 ლარს დღგ-ს გარეშე. ამას გარდა, პარკირების წესის შეცვლის გათვალისწინებით თბილისის მერია და “სითი პარკი” მორიგდნენ, რომ “სითი პარკი” მიიღებდა 3 ლარს პარკირების ყოველი ჯარიმიდან, ხოლო ის თანხა რაც დარჩებოდა “სითი პარკის” მიერ საკუთარი მინიმალური წლიური თანხის მიღების შემდეგ, კვლავ 40/60%-ით გადანაწილდებოდა “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ “სითი პარკს” უნდა მიეღო პარკირების შემოსავლიდან მიღებული თანხის 100%, იმ დრომდე სანამ “სითი პარკის” შემოსავალი არ მიაღწევდა 2.500.000 ლარს. ასევე, თუ მთავრობა არ გადარიცხავდა თანხას (3 ლარი თითო ჯარიმაზე), “სითი პარკს” უფლება ექნებოდა, გამოეტანა აღნიშნული თანხა მის მიერ განსაზღვრული ანგარიშიდან.

თუ პარკირების შედეგად მიღებული შემოსავალი “სითი პარკის” მინიმალურ წლიურ თანხაზე (2.500.000 ლარი) ნაკლები იქნებოდა, თბილისის მთავრობას უნდა დაეფარა სხვაობა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია შეამცირებდა პარკირების საფასურს, სხვაობა “სითი პარკისთვის” წლის ბოლოდან 20 დღეში უნდა გადაეხადა. ხოლო თუ პარკირების საფასური არ იქნებოდა შემცირებული, სხვაობა დაემატებოდა შემდგომ წლებს და ჩაითვლებოდა მის შემადგენელ ნაწილად იმ დრომდე სანამ “სითი პარკი” მთლიანად არ მიიღებდა თანხებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშია დადებული, შეიცავს სხვადასხვა კაბალურ პირობას, რასაც მოცემულ ეტაპზე, ყველაზე მეტად, მოქალაქეების ინტერესები ეწირება.

მნიშვნელოვანია, შესწავლამ გამოკვეთოს, თუ რა ფარულ გარიგებებს შეიძლება ჰქონოდა ადგილი დედაქალაქის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. თბილისის მერიის წერილის თანახმად, კომპანია C.T.PARK–მა, 2011–2013 წლების მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 451 658,42 ლარი გადაიხადა.
 რას  გულისხმობს  კონტრაქტი, იმ შემთხვევაში თუ  თბილისის მერიამ კომპანია „სითი  პარკს“ ხელშეკრულება გააუქმა.  

თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სითი პარკის“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობას, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი, მაშინ შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია მოთხოვნიდან 60 დღეში, შემდეგი ოდენობით: საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.  ამას გარდა, შპს „სითი პარკი“ უფლებამოსილი იყო მიეღო კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს. საიდუმლოდ იყო მიჩნეული ერთ-ერთი დანართის მუხლიც, რომლითაც იცვლებოდა ინფლაციის შემთხვევაში შპს „სითი პარკისთვის“ კომპენსირების პირობები.

ამასთან, “სითი პარკის” მხრიდან, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრებოდა.
ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი იქნებოდა, მიეღო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო,  “სითი პარკს” არ დაუბრუნდებოდა გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები.
ასევე ნათქვამია, რომ თუ “სითი პარკი” არ შეასრულებდა მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მათ, მერიას შეეძლო მოეთხოვა კომპენსაცია.
თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, “სითი პარკისთვის” გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ ყოფილა .
სტატიაში გამოყენებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევების შესახებ სტატიები.

https://idfi.ge/ge/unknown-details-of-agreement-between-tbilisi-hall-and-ctpark

http://www.barristers.ge/ge/page/news_item/488

http://www.barristers.ge/ge/page/news_item/1107

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები