მარია ზახაროვა: რუსეთისთვის ულტიმატუმების, შანტაჟისა და მუქარის ენა მიუღებელია

ფრონტზე რუსული ჯარების წარმატებული წინსვლის ფონზე, კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობის ალბათობა იზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთისთვის ულტიმატუმების, შანტაჟისა და მუქარის ენა მიუღებელია.

„ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ასეთ პირობებში, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის ამოცანის აქტუალობა მხოლოდ იზრდება“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები