შალვა პაპუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე: პროცედურები მიმდინარეობს და საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, არის პროცედურები, რომელიც მიმდინარეობს და საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები. პირიქით, ხედავთ, რომ ამ მხრივ თითქოს, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ, რომ არის პირდაპირი დავალება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ამიტომ, ვნახოთ. ამ გადაწყვეტილების არსია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება. გამოძიება ტარდება, რა შედეგი დადგება, ამას ვნახავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები