მედია: ნატო-ს მთავარი მეთაური უკრაინაში ახალი „პატრიოტების“ სისტემების მიწოდებას ჩქარობს
NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესმა მეთაურმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ მას დავალებული აქვს, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.
„ამ საკითხს დეტალებში არ განვიხილავ, არ ვაპირებ რუსებს ან სხვა ვინმეს ვუთხრა იმ იარაღის ზუსტი რაოდენობის შესახებ, რომლის გადატანასაც ვახორციელებთ, ან როდის მოხდება ეს“, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა.
NATO-ს უმაღლესმა სარდალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით თანმიმდევრობის საკითხიც არსებობს.
ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა ამ კვირის დასაწყისში საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინაში „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო სისტემების მიწოდებას აპირებს.