ევროკავშირი უკრაინას მილიარდი ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი, პოლიტიკური რეფორმებისა და პროგრესისთვის, უკრაინას მილიარდი ევროთი დაეხმარება. ინფორმაციას NEW YORK TIMES – ი ავრცელებს.
ევროკავშირი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2013-2014 წლებში, პროდასავლური აჯანყების შედეგად, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი ქვეყნიდან გააძევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა, 2.8 მილიარდი ევრო, სესხის ხელშეკრულებით გადასცეს უკრაინას და გაუწიოს სხვადასხვა სახის დახმარება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ, უკრაინისთვის ფულადი დახმარების გაწევა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატის ფედერიკა მოგერინის კიევში ვიზიტს უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები