სამხრეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც საჰაერო თავდაცვის საარტილერიო ქვედანაყოფის წევრი იყო, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „Abcnews”- ი ავრცელებს.
საჰაერო თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ჯარისკაცის ვინაობას კი, გამოძიების დასრულების შემდეგ დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, რომელთგან 1500 სამხედრო „Camp Carroll“-ის ბაზაზეა განაწილებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები