ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა, შიიტურ მეჩეთთან ახლოს, თავდასხმა განახორციელა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews“-ი ავრცელებს.
ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, 1 სამართლდამცველის სიცოცხლეც ემსხვერპლა, როგორც ცნობილია, ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც შიიტურ მეჩეთთან შეკრებილი ადამიანები, 1995 წელს დაღუპული პოლიტიკური ლიდერის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, რომელიც „თალიბანის“ წევრებმა მოკლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები