საუდის არაბეთის პრინცი ბრიტანეთს ესტუმრა

საუდის არაბეთის გვირგვინოსანი პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, 3-დღიანი ვიზიტით, ბრიტანეთს ესტუმრა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
გვირგვინოსანი პრინცი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა, სადაც მათ ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის, 65 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.
როგორც ბრიტანული გამოცემა „Metro“ იუწყება, შეხვედრისას ტერეზა მეი და პრინცი სალიმანი შეთანხმდნენ, რომ იემენში კონფლიქტისა და ჰუმანიტარული „ტანჯვის“ დასრულებისთვის, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ და კომერციულ ხელმისაწვდომობას.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი იემენში განვითარებული მდგომარეობის მთავარი „მოთამაშეა“, რომელიც იემენის ხელისუფლებას, აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარს უჭერს, რამაც შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები