ინდოეთში ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, აღმოსავლეთ მაჰარასტრაში მდებარე ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში, ხანძარი გაჩნდა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი ქალაქ მუმბაისთან ახლოს დაშავდა, სამართლდამცველები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ქარხანაში მომუშავე პერსონალის გადარჩენას ცდილობენ, ასევე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი აფეთქების შედეგად გაჩნდა. როგორც ცნობილია, აფეთქების ხმა 12 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა.