აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს

“BBC”- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მზადაა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს. როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მაისში შედგება.
ვაშინგტონში ჩასულმა სამხრეთ კორეის დელეგაციამ, წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინს ტრამპთან შეხვედრა სურს და მზადყოფნას გამოთქვამს, მოლაპარეკების შემთხვევაში, ბირთვულ პროგრამაზე უარი განაცხადოს და ბალისტიკური რაკეტების ტესტირება შეწყვიტოს.
„ეს დიდი პროგრესია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები, მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე ძალაში დარჩება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები