იაპონიაში ფერმების დასაცავად რობოტი მგელი შექმნეს

იაპონელმა მეცნიერებმა, ფერმების დასაცავად, რობოტი მგელი შექმნეს, რომლის შექმნის იდეამაც გაამართლა და, სავარაუდოდ, მომავალ თვეში მისი მასიური წარმოება დაიწყება.
„Super Monster Wolf“-ის სიგრძე, – 65, სიმაღლე კი 55 სანტიმეტრია, რობოტი მგლის სხეული რეალურთან თითქმის იდენტური ბეწვითაა დაფარული. რობოტს წითელი თვალები და ბასრი თეთრი კბილები აქვს.
რობოტი მგლის შექმნის მთავარი მიზანი, ფერმების დაცვაა, რომელსაც გარეული ღორები აზიანებენ. როგორც ცნობილია, რობოტი მგელი სხვა ცხოველებზე რეაგირებს, მათი დანახვისას თვალები წითლად უნათდება და ცხოველის ხმაზე ღმუილს იწყებს.
„Super Monster Wolf“- ი იაპონიის ქალაქ კისარუზუში გამოსცადეს, სადაც მან გარეულ ღორებს საშუალება არ მისცა, ფერმა გაენადგურებინათ. რობოტი მგელი მზის ენერგიაზე იტენება და სპეციალურ დამუხტვას არ საჭიროებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რობოტის ფასი 4840 დოლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები