ირანში, ჩადრის მოხსნისთვის, ქალბატონს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანში, ერთ-ერთმა ქალბატონმა სავალდებულო ისლამური ჩადრი სახალხოდ მოიხსნა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ირანის სასამართლომ ქალბატონს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით მიუსაჯა. ინფორმაციას „Foxnews” – ი ავრცელებს.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, გამომძიებელმა აბბას ჯაფარიმ განაცხადა, რომ ქალბატონმა ჩადრი ხალხმრავალ ადგილას მოიხსნა და ისლამური ტრადიცია შეურაცხყო.
შეგახსენებთ, თებერვალში სამართლდამცვებმა 29 ქალი ჩადრის მოხსნისა და „თეთრი ოთხშაბათის“ სახელით ცნობილი კამპანიის წამოწყებისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები