ამერიკული დრონის თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 21 მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას „თალიბანის” მეთაურის შვილიც ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიზანი „თალიბანის“ ლიდერის ლიკვიდაცია იყო, რომელიც, სავარაუდოდ, ავღანეთში იმყოფებოდა.
აშშ-ს საჰაერო თავდასხმაზე, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
„აშშ ბოლო 15 წლის განმავლობაში, პაკისტანს 33 მილიარდი დოლარით დაეხმარა, თუმცა მათგან ტყუილისა და თაღლითობის გარდა, არაფერი მიგვიღია. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიდერები სულელები არიან, ტერორისტებს, რომლებსაც ავღანეთში ვებრძვით, პაკისტანი უსაფრთხო თავშესაფარს აძლევს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები