აშშ-ში 17 წლის სკოლის მოსწავლე სროლის შედეგად დაიღუპა

აშშ-ში, ქალაქ ბირმინგემში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, სროლის შედეგად 17 წლის გოგონა დაიღუპა, 2 მოსწავლე კი, დაშავდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 3:40 საათზე მოხდა, როგორც სამართლდამცველები აცხადებენ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 17 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ადგილობრივი სამართლდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმობენ, როგორც ცნობილია, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, იარაღი ამოიღო, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე არ დაუკავებიათ.
„ვწუხვარ და ვლოცულობ გარდაცვლილი გოგონას ოჯახისთვის, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა“, – განაცხადა ალაბამას შტატის გუბერნატორმა ქეი ივიმ.
პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები