დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა გარი კონიმ, თანამდებობა დატოვა.
როგორც ცნობილია, გარი კონიმ თანამდებობა ტრამპის მიერ დადგენილი ტარიფების გამო დატოვა. ეკონომიკური მრჩეველი ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ფასის ზრდას არ ეთანხმება.
„პატივი მაქვს ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გავაუმჯობესო ეკონომიკური პოლიტიკა ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ“, – აღნიშნა გარი კონიმ.
„ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობაზე, კონის შემცვლელს მალე გამოვაცხადებ“ , – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ თეთრ სახლში არანაირი ქაოსი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები