ინგლისში მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ავტოავარიის შედეგად, 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, 7 დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, ავარიის შედეგად 17 წლამდე ასაკის 2 მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, ინციდენტის შედეგად დაშვებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 2 ბაშვია.
სამართალდამცველებმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყეს. ამ დრომდე ავარიის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები