პერუში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პერუში სამგზავრო ავტობუსი 100 მეტრის სიღრმეზე ხევში ჩავარდა, შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა. ინფორმაციას „nst.com.my“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამგზავრო ავტობუსში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტის შედეგად დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გასული 2 თვის მანძილზე, პერუში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 97 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები