საფრანგეთში გენდერულად უთანასწორო ხელფასების გამო, ჯარიმებს აწესებენ

საფრანგეთის მთავრობა საწარმოებს და კომპანიებს ოთხ წელზე ნაკლებს აძლევს იმისთვის, რომ მათ აღმოფხვრან დაუსაბუთებელი სხვაობა მამაკაცების და ქალების ანაზღაურებებს შორის. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.
აღნიშნული ზომები მოცემულია შრომის მინისტრის მიურიელ პენიკოს სოციალური რეფორმების პორტფელში, რომელიც მან აპრილის ბოლოს მინისტრთა საბჭოს უნდა წარუდგინოს.
პრემირმა, ახალი ინიციატივის ძირითადი დებულებების წადგენისას, განაცხადა, რომ ეს ცვლილება შეეხება კომპანიებს, რომლებსაც შტატში 50–ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. 2022 წლიდან, სახელმწიფო დააჯარიმებს იმ მეწარმეებს, რომლებიც ანაზღაურების გაცემისას, გენდერულ უთანასწორობას დაუშვებს. ჯარიმის ოდენობა კი შრომითი ანაზღაურების საერთო ფონდის 1% იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები