ქალთა დღის აღსანიშნავად ეიფელის კოშკის ილუმინაცია შეცვალეს

პარიზში, ეიფელის კოშკის ილუმინაციის ფერი, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეცვალეს. ასევე, 7 მარტის 19 საათიდან 8 მარტის ღამის 12 საათამდე, კოშკზე გამოსახული იქნება წარწერა #Maintenant On Agit, რაც ითარგმნება როგორც „მოქმედების დრო მოვიდა“. ასევე ეწოდება ფრანგულ ორგანიზაციას, რომელიც ქალების უფლებებისთვის იბრძვის.
გასული წლის სექტემბერში, პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობას იუბილე ჰქონდა – ეიფელის კოშკის დამთვალიერებლების რაოდენობამ 300 მილიონ ადამიანს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები