ვენაში მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა, არიან დაჭრილები

ავსტრიული მედიის ცნობით, ვენაში დაუდგენელი პირი გამვლელებს თავს დაესხა და სამი ადამიანი მძიმედ დაჭრა. თავდამსხმელი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი საღამოს საათებში, საზოგადოებრივ პარკ პრატეტის მახლობლად მოხდა. მამაკაცი ქვეითად მოსიარულეებს დანით თავს დაესხა და უმისამართოდ დარტყმებს აყენებდა. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ სამძებრო სამუშაოები დაიწყო, შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. ამ დროისთვის მამაკაცის ვინაობა და დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დაჭრილები ვენის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები