ფლორიდის სკოლაზე თავდამსხმელს სასამართლომ ბრალი წარუდგინა

ფლორიდის სასამართლომ, ნიკოლას კრუზს 17 ადამიანის მკვლელობაში და ამდენივე ადამიანის მკვლელობის მცდელობაში, ოფიციალური ბრალი წარუდგინა. შეიარაღებული 19 წლის ნიკოლას კრუზი 14 თებერვალს სკოლას თავს დაესხა. ბრალდების მიერ ყველა მკვლელობა განხილულია როგორც პირველი ხარისხის, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლაზ კრუზი ნაშვილები იყო. მისი მიმღები მშობლების გარდაცვალების შემდეგ მას 2016 წელს ფსიქიატრებმა შემოწმება ჩაუტარეს. მათი დასკვნით, ის არ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საფრთხეს.
ტელეკომპანია „Fox News“ იუწყება, რომ გააჩნია დოკუმენტები, სადაც დაფიქსირებულია ინფორმაცია ბრალდებულის ქცევის შესახებ სამარტოო საკანში. სამართალდამცველები აღნიშნავეს, რომ 19 წლის კრუზი დაკავების პირველ სამი დღის განმავლობაში იყო მშვიდი, საუბრობდა ლოგიკურად და გასაგებად. 24 თებერვალს კი მან ბიბლია მოითხოვა. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ღამე მას ცუდად სძინავს.
ფლორიდის ტრაგედიის შემდეგ, აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს იმ მოწყობილობების არაკანონიერების შესახებ, რომლებიც შაშხანების გასროლის სიჩქარეს ზრდის. ასევე მან განაცხადა, რომ აუცილებელია ავტომატური იარაღის ყიდვისას ასაკობრივი ცენზის დაწესება 21 წლამდე. ტრამპი მხარს უჭერს იარაღის გაყიდვისას, მყიდველების უფრო დეტალურ გადამოწმებასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები