ბრიტანული ჟურნალი „New Musical Express“- ი ბეჭდურ გამოცემას ხურავს

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი „New Musical Express“-ი, ფინანსური კრიზისის გამო, ბეჭდურ გამოცემას ხურავს. ინფორმაციას „Telegraph” – ი ავრცელებს.
მუსიკალური ჟურნალი 1952 წლიდან გამოდის, რომელიც ბოლო ნომერს პარასკევს გამოუშვებს. თუმცა, როგორც ცნობილია, ჟურნალი სპეციალურ საკითხებთან დაკავშირებით, პერიოდულ გამოცემას გააგრძელებს.
„სამწუხაროდ, ყოველკვირეული ჟურნალი აღარ არის ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი, გადავწყვიტეთ ციფრულ სივრცეში გადავინაცვლოთ და მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ამ ცნობილი ბრენდის ძლიერი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ჟურნალის მფლობელი კომპანიის „Time Inc“-ის დირექტორმა პოლ ჩილიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, „New Musical Express“-ის რედაქცია, რადიოსადგურების განახლებას გეგმავს, რომლებიც 5-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ, 2013 წელს დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები