ავღანეთში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, ნანგარაჰარის პროვინციაში, საწვავით სავსე ავტომობილი აფეთქდა, რომელზეც ბომბი იყო დამონტაჟებული. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ირგვლივ მდებარე 30 მაღაზიასა და ავტო-სერვისს ცეცხლი წაეკიდა და სრულიად განადგურდა, – განაცხადა ნანგარაჰარის პროვინციის წარმომადგენელმა ათულაჰ კგოიანიმ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, როგორც ადგილობრივი სამართლდამცველები აცხადებენ, პოლიციაზე ტერორისტულ თავდასხმებს „თალიბანისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები