პაპუა-ახალ გვინეაში მიწისძვრის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა

პაპუა-ახალ გვინეაში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი, დაშავდა. ინფორმაციას „Theguardian.com” ავრცელებს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია, სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ ადამიანებს, ვინც მიწისძვრის შედეგად დაშავდა, ასევე ველოდებით სხვადასხვა სახის დახმარებას საზღვარგარეთიდანაც“, – განაცხადა სამხრეთ რეგიონის გუბერნატორმა ვილიამ პოვიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები