საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდავეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება ​და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოლდავეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მან კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები” მიიღო მონაწილეობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოლდაველ კოლეგასთან, ანდრიან კანდუსთან და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ასევე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დელეგაციების ხელმძღვანელთა შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
„დღეს სრულდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდავეთში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ჩვენს მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობასთან და უსაფრთხოების საკითხებთან, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნებისთვის. იყო ძალიან საინტერესო ღონისძიება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შემდგომი განვითარება და ამისთვის ბევრი რამ გაკეთდება”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები