საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს მთავრობის მეთაური მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში” იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირკაშვილმა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.